logo
ENG



"ამათ პირში უნდა მისცე ყოველთვის" - დეპუტატი მგალობლიშვილი ოპოზიციაზე

14 მაი 202414:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/5yhm7g8ds0jpsvd.jpg

"ამათ პირში უნდა მისცე ყოველთვის" - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციის მისამართით პარლამენტში მორიგი დაპირისპირების დროს.

ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე წამოხტნენ მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ისინი სოსო ორჯონიკიძის გვერდით დადგებოდნენ. ნაკაიძეს უმრავლესობის წევრები გარს შემოეხვივნენ და ისკენ იწეოდნენ.

შიდა დაპირისპირების დროს დეპუტატი თამუნა კორძაია საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ეთერში იყო გასული, სადაც მკაფიოდ ისმის მგალობლიშვილის რეპლიკა: "ამათ პირში უნდა მისცე ყოველთვის". ამის შემდეგ მას კორძაია მიუბრუნდა სიტყვების გამეორება მოსთხოვა, მაგრამ მგალობლიშვილმა ეს აღარ გააკეთა.


close დახურვა